მიხეილ სარჯველაძე – უახლესი კვლევების მიხედვით, ბავშვების 64.6% ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს, რაც შემაშფოთებელია – ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი

უახლესი კვლევების მიხედვით, ბავშვების 64.6% ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს, რაც შემაშფოთებელია – ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
„შემაშფოთებელი რიცხვია მაგალითად, ბავშვებში ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით. უახლესი კვლევების მიხედვით, ბავშვების 64.6% ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს. ეს არის, რა თქმა უნდა, მანიშნებელი იმისა, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ეს პრობლემა დაძლეული იქნას, იმიტომ რომ ეს არის შემდგომ ჯანმრთელობაზე გავლენის თვალსაზრისით სერიოზული რისკის ფაქტორი თითოეული ბავშვისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.