ჯანდაცვის მინისტრი – სახელმწიფო უზრუნველყოფს ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას საზღვარგარეთაც და საქართველოშიც – არავის მივცემ შესაძლებლობას, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული

ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, იმიტომ, რომ სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი , გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას აფერხებს.
სარჯველაძის თქმით, არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული.
“ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი პასუხისმგებლობით ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მწვავე დაავადებებთან ბრძოლას და ა.შ. ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, იმიტომ, რომ სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული, ვისაც შეცდომა მოუვიდა და არასწორად გაავრცელა ინფორმაცია, ვურჩევდი სწორად გაეცნონ ინფორმაციას”,- აღნიშნა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც