„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – მუქარის შემცველი ზარებით ოჯახის წევრების და აქციებზე აქტიური ადამიანების დაშინებას ცდილობდნენ, ეს ყველაფერი ხელისუფლების გარეშე ვერ განხორციელდებოდა

მუქარის შემცველი ზარებით ოჯახის წევრების და აქციებზე აქტიური ადამიანების დაშინებას ცდილობდნენ. ეს ყველაფერი ხელისუფლების გარეშე ვერ განხორციელდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ვინც რეკავდა მას ცალსახად ჩვენი პერსონალური ინფორმაცია ჰქონდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებისთვის ორი ტიპის შემცველი სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა.
„ეს ზარები ორი ტიპის იყო – ერთი პასუხს გვთხოვდა, თუ რატომ დავდიოდი აქციებზე, რატომ ვიღებდი მონაწილეობას და შემდეგ გადადიოდა შეურაცხყოფაზე, ხოლო მეორე პირდაპირ შეურაცხყოფით იწყებდა და მთელი ზარის განმავლობაში მუქარას აგრძელებდა. ბუნებრივია, ამით ცდილობდნენ ოჯახის წევრების და აქციებზე აქტიური ადამიანების დაშინებას.
ეს ყველაფერი ხელისუფლების გარეშე ვერ განხორციელდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ვინც რეკავდა მას ცალსახად ჰქონდა ჩვენი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ადამიანის პერსონალური ინფორმაცია“, – განაცხადა ედო ჯავახიძემ, რომლის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებასთან” ვარ გარიგებული, თუ ამდენს ვახერხებ, საზოგადოებას ვაბნევ, უცხოელებს გონებას ვუბნევ, მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ – მათ სინდისზე იყოს სიმართლეც და ტყუილი, რასაც ტირაჟირებენ

თინა ბოკუჩავა – ჩვენი გაერთიანება არის გამარჯვების მთავარი პლაცდარმი, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ რელსებზე – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ალტერნატივა კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების