12 დღე, 6 ქვეყანა და 4 000 კმ მოპედით – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დებიუტს ვოლტი ახალ რეკორდს უძღვნის

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას და დებიუტს ევროპის ჩემპიონატზე ვოლტი მორიგ რეკორდს უძღვნის.
მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოს ნაკრებს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში სიმბოლურ საჩუქარს უგზავნის.
გზავნილს ვოლტის პარტნიორი კურიერი შადიმან ხარშილაძე წაიღებს. მიტანის სერვისის სფეროში მოპედით ყველაზე შორ მანძილზე შესასრულებელ შეკვეთის მიტანა უკვე გადაწყვეტილი აქვს. ამბობს, რომ ეს მისი მხრიდან საქართველოს ნაკრებისადმი მხარდაჭერისა და ემოციური გულშემატკივრობის ერთ-ერთი გამოხატულება იქნება.
რეკორდული მარშრუტი 12 დღეს, 6 ქვეყანას, ათეულობით ქალაქს და ჯამში 4 ათასი კილომეტრს მოიცავს.
ისტორიული გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 26 მარტს მოიპოვა. ნაკრების პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთი, მათი წარმოდგენით, მთელ მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს და მაინც და მაინც, ხოშტარიების ოჯახია, სადაც დღეს არ გადააცილებს, თანხები რომ ჩაურიცხოს – კომფორტულად იღებენ ფულს, რომელიც, სხვა მხრივ, რომ ჰკითხო, მიუღებელია – პაპუაშვილი

ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს – შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე