უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთს ყირიმში გაუნადგურეს ორი სადესანტო კატერი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ უეკიპაჟო კატერებით, ე.წ. საზღვაო დრონებით, Magura V5-ით ანექსირებულ ყირიმში, შავი ზღვის უბე ვუზკასთან შეუტიეს ს სამხედრო კატერებს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, უკრაინული საზღვაო დრონების გაუვნებლების მიზნით, 32-ჯერ აფრინდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები და მოწინააღმდეგემ არტილერიაც გამოიყენა, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინელმა სპეცრაზმელებმა საბრძოლო ამოცანა შეასრულეს და საზღვაო დრონებით გაანადგურეს რუსეთის ორი, წინასწარი მონაცემებით, სატრანსპორტო-სადესანტო კატერი „ტუნეცი“.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ „ს რეჟიმს“ ყირიმში გაუნადგურა ორი უეკიპაჟო კატერი.

ასევე დაგაინტერესებთ