“გთხოვთ, ეს ამბავი გადაეცით ამ დემაგოგისა და სპეკულიანტის ახლობლებს” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
ყველაზე დიდი არაადამიანობა, არაკაცობა ორმაგი სტანდარტია.
თურმე, ფაშიზმია მდინარაძის მშობლების შეწუხება, მაგრამ “კავკასიური სახლის” თანამშრომლებს, თანამშრომელთა მშობლებს, სხვა ნათესავებს ტელეფონზე რომ ურეკავდნენ და უშვერი სიტყვებით აგინებდნენ, აშანტაჟებდნენ, ეგ დემოკრატია და თავისუფალი ნების გამოხატულება ყოფილა. თურმე, ფაშიზმია მდინარაძის მშობლების შეწუხება, მაგრამ პატარა ბავშვებით სავსე ოჯახების, მათი სადარბაზოების შეურაცხმყოფელი პლაკატებით აჭრელება დემოკრატია და თავისუფალი ნების გამოხატულება ყოფილა. თურმე, ფაშიზმია მდინარაძის მშობლების შეწუხება, მაგრამ ბნელ ქუჩებში ბანდების მიერ ადამიანთა ჩაქოლვა სამწუხარო ინციდენტი ყოფილა. თურმე, ფაშიზმია მდინარაძის მშობლების შეწუხება, მაგრამ დღისით, მზისით პოლიციელების მიერ დემონსტრანტების ჩაწიხვლა და დამცირება სამწუხარო ინციდენტი ყოფილა. შეგახსენებთ, დღემდე ერთი პირი არ არის დაკავებული იმ ტერორის გამო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ რიგითი ადამიანების მიმართ წარმოებდა. გთხოვთ, ეს ამბავი გადაეცით ამ დემაგოგისა და სპეკულიანტის ახლობლებს. P.S. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია სახლების წარწერებით აჭრელება, როგორი ნაძირალაც არ უნდა ცხოვრობდეს იქ.

ასევე დაგაინტერესებთ