ფინანსთა მინისტრი – „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა

ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველომ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველი ადგილი მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის დაიკავა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა.
მისი თქმით, ქვეყნის რეიტინგმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით, სადაც საქართველომ 21-ე ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.
„ამ წარმატებას ვულოცავ საბიუჯეტო პროცესში მონაწილე ყველა მხარეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა დგამს სწორ ნაბიჯებს და საჯარო ფინანსების მართვის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით. ბუნებრივია, რეფორმები, ამ კუთხით კვლავ გაგრძელდება და შესაბამისად, პროგრესი მომავალშიც სახეზე იქნება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებასთან” ვარ გარიგებული, თუ ამდენს ვახერხებ, საზოგადოებას ვაბნევ, უცხოელებს გონებას ვუბნევ, მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ – მათ სინდისზე იყოს სიმართლეც და ტყუილი, რასაც ტირაჟირებენ

თინა ბოკუჩავა – ჩვენი გაერთიანება არის გამარჯვების მთავარი პლაცდარმი, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ რელსებზე – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ალტერნატივა კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების