ენტონი ბლინკენი ჩეხეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
პრაღაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ იანა ჩერნოჩოვას, პრეზიდენტ პეტრ პაველს და საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის შეხვდება, რომელთანაც ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს.
ასევე, პრაღაში, ენტონი ბლინკენი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვაში იმყოფებოდა და მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის 135 მილიონ დოლარს გადასცემს.