„ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“ – კობახიძე

ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტი განსაკუთრებული გემოვნებით არის შესრულებული და განხორციელებული.
„მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივი დღეს, ამ არაჩვეულებრივი პროექტის, ბაგების საავტომობილო ხიდის გახსნას. ეს ტერიტორია მახსოვს რამდენიმე წლის წინ, როდესაც იყო აბსოლუტურად განუვითარებელი, ნაცრისფერი სივრცე ჩვენს ქალაქში. მას შემდეგ, რაც განხორციელდა პირველი ინფრასტრუქტურული პროექტები, ქალაქის ამ ტერიტორიამ სრულიად შეიცვალა იერსახე, განვითარდა გარშემო მთელი სივრცე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის და ეს პროექტიც ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. მინდა, მივულოცო ეს დღე თბილისელებს, ყველას, ვისაც უხარია ჩვენი დედაქალაქის განვითარება. მინდა, აღვნიშნო, რომ, როგორც ყოველთვის, ეს პროექტიც განსაკუთრებული გემოვნებით არის შესრულებული, განხორციელებული და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პირადად ქალაქის მერს, ს და მთლიანად მერიის შემადგენლობას. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში, რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებაში. მინდა, წარმატებები გისურვოთ ყველას და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ამ არაჩვეულებრივი პროექტის დასრულებას“, – განაცხადა ირაკლი მ.