ყველაზე მეტი ადგილობრივი ვიზიტორი თბილისსა და იმერეთს ეწვია

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 277.7 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 555.5 ათასი ერთეული შეადგინა.
„საქსტატის“ მიხედვით, ვიზიტორების 38.4 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 14.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.7 პროცენტი – აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
2024 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (52.4 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 377.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 336.0 ათასი ვიზიტი თვეში).