მაიდანის დემონსტრაციებზე ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მივიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იმავე გზით აირჩია ევროპული კურსი – ეს ის ანალოგია, რაც ახლა ხდება საქართველოში

მაიდანის დემონსტრაციებზე ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მივიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იმავე გზით აირჩია ევროპული კურსი – ეს ის ანალოგია, რაც ახლა ხდება საქართველოში
საკამათო საკითხია, ერთ-ერთ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად იქნება თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. თუ დაფიქრდებით, როგორი იყო უკრაინული მაიდანის დემონსტრაციები – იქ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მოვიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იგივე გზით აირჩია ევროპული კურსი, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, ესტონეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
კაია კალასმა, საქართველოში მიმდინარე აქციებს, მაიდანის ანალოგი უწოდა და აღნიშნა, რომ ერთის მხრივ, თითქოს საქართველოს სურს ევროკავშირში გაერთიანება, მაგრამ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ამ გზას არ შეესაბამება.
“ხალხს სურდა ევროკავშირთან ყოფნა და გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ მაშინდელი პრეზიდენტი [იანუკოვიჩი], რეალურად ცდილობდა, ქვეყნისთვის სკენ ებიძგებინა. ეს ის ანალოგია, რაც ახლა საქართველოში ხდება.
ერთის მხრივ, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მაგრამ მეორე მხრივ, მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც არანაირად შეესაბამება ამას. ავიღოთ, მაგალითად, დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობა, ოპოზიციის მიმართ მოპყრობა.” – აღნიშნა კალასმა.
ესტონეთის პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას საქართველოში ვიზიტისა და საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღების შესახებ. როგორც კაია კალასმა აღნიშნა, თავად არ მიიღებდა აქციაში მონაწილეობას, მაგრამ ეს იყო საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება.
“თავად მივიღებდი თუ არა მონაწილეობას ასეთ აქციაში? არა. მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის არჩევანი იყო სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად სცენაზე გასულიყო და ამ საკითხზე უფრო ზუსტად შეგიძლიათ ჰკითხოთ მას.” – განაცხადა კაია კალასმა.
Previous: ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო ხიდზე ავტომობილების გადაადგილება უკვე შესაძლებელია

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ