ეგვიპტე ღაზას საზღვართან გვირაბების არსებობის შესახებ ისრაელის განცხადებას უარყოფს

ეგვიპტე უარყოფს ს განცხადებებს ღაზასთან მისი საზღვრის გასწვრივ გვირაბების არსებობის შესახებ და ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს, – ინფორმაციას CNN-ი ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თელ-ავივის მიერ გავრცელებული ეს ტყუილები მიუთითებს ისრაელის მთავრობის წინაშე არსებული კრიზისის მასშტაბზე. ისრაელის უწყვეტი მცდელობების მიზანი, გაავრცელოს სიცრუე მისი ჯარების სტატუსის შესახებ რაფაჰში, არის დაჩრდილოს მისი სამხედრო მარცხი და პოლიტიკური კრიზისი“, – ციტირებს მედია მაღალჩინოსანს, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ფილადელფიის დერეფანზე, ღაზასა და ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ 14 კილომეტრიანი მონაკვეთი, „ოპერატიული კონტროლი“ დაამყარეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, სამხედროები ახორციელებენ ოპერაციას და დერეფნის გასწვრივ 20 გვირაბს ანეიტრალებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად – “ქართულ ოცნებასაც” კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას – ჩვენ მხარს ვუჭერთ