თითქმის $4 მილიონის იმპორტი 4 თვეში – საიდან შემოაქვს საქართველოს ფორთოხალი

მიმდინარე წელს საქართველოში 3 666 510 დოლარის ღირებულების 6 414 ტონა ფორთოხალი შემოვიდა. ფორთოხლის ძირითადი ნაწილის შემოტანა თურქეთიდან ($1.8 მლნ – 3 255 ტონა) და ირანიდან ($1.5 მლნ – 2 729 ტონა) განხორციელდა.
რაც შეეხება ექსპორტს 2024 წლის 4 თვეში საქართველოდან 852 400 აშშ დოლარის ფორთოხლის ექსპორტი განხორციელდა. რამაც 1 370 ტონა შეადგინა. ექსპორტირებული ფორთოხლის 91% სომხეთში გავიდა.