რუსეთმა უკრაინას Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენების რაკეტებით დაარტყა

რუსეთის ფედერაცია ს Tu-95MS ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების ფრთოსანი რაკეტებით დაესხა თავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხმელნიცკის ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.
მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ს ფედერაციის მურმანსკის ოლქის ოლენიას აეროდრომიდან Tu-95MS ტიპის 4 თვითმფრინავი აფრინდა.