ჩინელმა მეცნიერებმა დიაბეტისგან განკურნების ინოვაციური მეთოდი შექმნეს

ჩინელმა მეცნიერებმა ნოვატორული მიღწევის შესახებ განაცხადეს: საუბარია ისტორიაში პირველ შემთხვევაზე, როცა დიაბეტის განკურნება უჯრედული თერაპიითაა შესაძლებელი.
South China Morning Post (SCMP)-ის მონაცემებით, 59 წლის პაციენტს, რომელსაც 2021 წელს უჯრედების ტრანსპლანტაცია გაუკეთდა, მედიკამენტებს 2022 წლიდან არ მიუღია.
ეს ექსპერიმენტული პროცედურა ითვალისწინებს კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულინ-პროდუცირებული უჯრედების ხელოვნური ვერსიის შექმნას, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.
ეს პაციენტი ტიპი ორი დიაბეტის დიაგნოზით 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მას სერიოზული გართულებების მაღალი რისკი ჰქონდა და ყოველდღე ინსულინის რამდენიმე ინიექცია ესაჭიროებოდა, რათა დიაბეტური კომა აეცილებინა თავიდან.
უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ კი, რაც 2021 წლის ივლისში ჩაუტარდა, ის გათავისუფლდა ინსულინის მიღებისგან, პერორალური პრეპარატების მიღებას კი თანდათანობით ამცირებდა მანამ, სანამ ერთი წლის თავზე მთლიანად არ შეწყვიტა მათი დალევა.
მომდევნო კვლევებმა დაადასტურა, რომ პანკრეასის კუნძულების ფუნქციები მთლიანად აღდგა. ესაა ჰორმონები, რომლებიც სისხლში გადადის და მასში გლუკოზის შემცველობას არეგულირებს. ამ მომენტისთვის, უკვე 33 თვეა გასული, რაც პაციენტს ინსულინი არ მიუღია.
კუნძულების ტრანსპლანტაციას, როგორც მკურნალობის პერსპექტიულ ალტერნატივას, მსოფლიოს მეცნიერები დიდი ხანია განიხილავენ. ათწლიანი მუშაობის შემდეგ ჩინელმა მკვლევრებმა პირველებმა შეძლეს ამ მიმართულებით რეალური შედეგების მიღწევა.
დიაბეტის მსოფლიო ფედერაციის მონაცემებით, ჩინეთში დიაბეტი 140 მილიონ ადამიანს აქვს, მათგან 40 მილიონი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იქნება დამოკიდებული ინსულინზე. სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი უჯრედოვანი თერაპია ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს ამ ტვირთს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.
business-standard.com-ის ინფორმაცია.
jandacva.ge