არარეზიდენტებმა ბანკებიდან 2 მლრდ ლარის ვალუტა გაიტანეს

ბანკების არარეზიდენტმა კლიენტებმა აპრილში, ანგარიშებიდან 2.8 მლრდ ლარამდე თანხები გაიტანეს , ძირითადად დოლარში. ევროს განაღდებებზე 190 მლნ ლარის ექვივალენტი მოდის რაც მიმდინარე ფასებში 63 მლნ ევროს შეადგენს.
მთლიანად, სხვა ქვეყნის მოქალაქეების ანგარიშებზე, ვადიანი და მოთხოვნამდე საანაბრე ანგარიშების ჩათვლით, 01.05.2024-ის მდგომარეობით, 9.6 მლრდ ლარია. აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, კლებაა 100 მილიონამდე. აქედან დოლარში, ნაშთი შემცირებულია 4%-ით და რჩება 5.5 მლრდ-მდე ლარის ექვივალენტი.
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკა არარეზიდენტებს მოქალაქეობის მიხედვით არ აიდენტიფიცირებს. ამასთან გაცხადებულია, რომ დსთ-ს მოქალაქეების წილი შემცირდა.
შემსუბუქდა ლიკვიდობის მოთხოვნაც, ძველ ნიშნულამდე, 40%-მდე, რაც ბანკებისთვის, დსთ-დან გაზრდილი ნაკადის გამო, შარშან გაორმაგდა.
ბელორუსების 34.3%, რუსების 26,8% და უკრაინელების 30% 1 წელზე მეტია უკვე საქართველოშია. სსფ-ის სტანდარტით უკვე რეზიდენტის სტატუსი ესადაგება.
bp.ge