ირაკლი ფავლენიშვილი – სასამართლომ დაადგინა, რომ შსს-მ გადაამეტა ძალას და 500 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ს მიმართ ძალის გადამეტება დაადგინა და -ს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით აღიარა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.
“ფაქტობრივად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ შსს-მ გადაამეტა ძალას ჩემთან მიმართებაში. ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, მაგრამ მთავარი რაც არის, არის ის რომ აღიარა ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. იმის გამო, რომ პირველი დაზიანების შემდეგ არ დავტოვე აქცია და გადავწყვიტე ბოლომდე დამეცვა ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, ამის გამო მორალური კომპენსაციის კუთხით 500 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა შსს-ს. მაგრამ მთავარი რაც არის და რაც პრინციპული პოზიცია იყო ჩემი, რომ მურუსიძის სასამართლომაც კი დაადგინა, რომ ჩემს წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას და ივანიშვილის პროკურატურასაც მოუწია ჩემთვის დაზარალებულის სტატუსის მონიჭება და ამ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განსაკუთრებით გამოჩნდა რა მოხდა მაშინ, რომ პირველი ანტისაოკუპაციო აქცია იყო, პირველი ღია დაპირისპირება იყო ახალგაზრდებთან პოლიტიკური კურსის ცვლილების გამო და მაშინაც, როგორც დღეს, ისე ბრუტალურად გაუსწორდა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ახალგაზრდებს, გამიზნულად დაასახიჩრა და დასაჯა პატრიოტიზმის გამო, როგორც დღეს აკეთებს ამას ივანიშვილის ბანდა”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა