ანრი ოხანაშვილი – ყველამ კეთილი ინებოს და პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი სცეს! – გვესაუბრონ როგორც პარტნიორები და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა

ყველამ კეთილი ინებოს და პარტნიორ, მეგობარ ქვეყანას, ვინც ასეთად მიიჩნევს საქართველოს, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი სცენ, გვესაუბრონ როგორც პარტნიორები და ჩვენ მზად ვართ, მეგობრულად და პარტნიორულად გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საერთაშორისო პარტნიორებზე საუბრისას განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, ისინი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვალდებული არიან, რომ კონკრეტულ შემოტევებს პასუხი გასცენ, რადგან “როდესაც ისეთ რაიმეს გაბრალებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ამას პასუხი სჭირდება“.
„ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ პარტნიორობის ფარგლებში ერთმანეთის აზრს და გადაწყვეტილებებს, ვეთანხმებით თუ არა, პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვალდებული ვართ, რომ კონკრეტულ შემოტევებს პასუხი გავცეთ. როდესაც ისეთ რაიმეს გაბრალებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ამას პასუხი სჭირდება. ყველამ კეთილი ინებოს და პარტნიორ, მეგობარ ქვეყანას, ვინც ასეთად მიიჩნევს საქართველოს, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი სცენ, გვესაუბრონ როგორც პარტნიორები და ჩვენ მზად ვართ, მეგობრულად და პარტნიორულად გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა. თუმცა არა ისე, რომ მითითებებით და იარლიყების მიწებებით სცადონ ჩვენზე თავდასხმა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება