თამო კეშელავა: კონსტიტუციის ცვლილება მაგ რეფერენდუმით სურს ზუსტად ოცნებას და წლებია, მომხრეებს მაგ რეფერენდუმზე აწერინებს და აყვირებს

“რაც შეეხება რეფერენდუმს!
სალომეს თუ ჰგონია, რაღაცა ახალი თქვა, გადახედოს ქოცებს და მათ მომხრეებს, წლებია ზუსტად ეგ რეფერენდუმი უნდათ!
რეფერნდუმია ის, ამდენი ხალხი რომ გარეთ გამოვიდა, ამდენმა ადამიანმა რომ გამოხატა აზრი – სხვა რეფერენდუმი არ გვჭირდება.
რეფერენდუმი, ემანდ რუსეთში ხომ არ გინდათო – ქართველი ერისთვის არის შეურაცხმყოფელი!
თუ შენი დედა ხომ არ მოვ@@@@ და ვიკითხე ბატონოო – ეგრე?
რას ნიშნავს, კითხვის დასმა, ემანდ რუსეთში ხომ არ გინდა და ევროპაზე ხომ არ ამბობ უარსო – ვინ უბედავს მაგის კითხვას ქართველ ერს?
ან, ძალიან მაინტერესებს რა, ამ რუსული კანონის პირობები, ტოტალური რეპრესიების, უკანონობის პირობებში, ან ს ან რეფერენდუმის არგაყალბების რა გზები გაქვთ ნაპოვნი?
ან, სალომემ, ჯერ იმ კითხვას უპასუხს, ლაზარეს შეწყალების დღეს, ინტერვიუში რომ მობოდა, არავინ არავის დაასანქცირებს და არჩევნებამდე დაგველოდებიან ამერიკა და ევროკავშირი, ეს კანონი რომც მიიღონო – მოგვატყუა? ის მოატყუეს? ბრიყვია? მატყუარაა? – რომელია? ვინ დაგელოდება, მტრად წერ მეგობარ ქვეყნებს.
ახლა ზოგი იტყვის, ქვეყანას ხომ არ ასანქცირებენო – ქვეყანას, რომლის მთავრობაც სანქცირებულია, რა მოსდის, ცუდად იცით, გამოდის, ამ კითხვას ვინც დასვამს.
ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა – მხოლოდ ამას აქვს აზრი.
და არა ლოდინს და ყურადღების სხვა რამეზე გადატანას!
რეფერენდუმზე საუბარი ივანიშვილის კუდია.
და თუ სალომეს ეს კუდი “ჩუდეს” – ამოიღოს, თუ არ “ჩაუდეს” და მიუერთდება იმ 84 მოღალატეს მისი სახელიც.
რეფერენდუმიო…
კონსტიტუციის ცვლილება მაგ რეფერენდუმით სურს ზუსტად ოცნებას და წლებია, მომხრეებს მაგ რეფერენდუმზე აწერინებს და აყვირებს.
კითხვა, ემანდ რუსეთში ხომ არ გინდა და ევროპაზე უარს ხომ ამბობს, ვერ უნდა გაუბედოს ქართველ ერს ვერავინ.
და რეფერენდუმი უკვე შედგა გინდ – რუსთაველზე, გინდ – ბათუმში, გინდ – ქუთაისში, გინდ – უნივერსიტეტებში, გინდ – თეატრებში, გინდ – სკოლებში, გინდ – სპორტში და გინდ – მაღაზიებში.
და დროზე ამოიღეთ ხმა მაგ ქარტიაზე ხელმომწერებმა, თორემ, მაგ რეფერენდუმის ჩატარების და მაგ კითხვის დასმის სურვილი თუ თქვენც “შეგეტენათ”, მერე ვერ გამოძვრებით!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას – მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს