ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, ეს აგრესორის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს გულისხმობს

გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად ს თავდაცვის უფლება აქვს, ეს აგრესორის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს გულისხმობს, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა.
„ფინეთს უკრაინისთვის გადაცემულ მატერიალურ დახმარებაზე რაიმე სახის კონკრეტული შეზღუდვა არ დაუწესებია, მაგრამ ვარაუდობს, რომ დახმარება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ელინა ვალტონენმა აღნიშნა, რომ უკრაინას ს ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების უფლება გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად აქვს.
„რუსეთი უკრაინაში უკანონო დაპყრობით ომს აწარმოებს და გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს. ეს აგრესორის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს გულისხმობს, რაც თავდაცვისთვის აუცილებელია“, – აღნიშნა ელინა ვალტონენმა.