ბიზნესმენს თუ შეუძლია მილიონობით დოლარის ქონება დაუბეგრავად შემოიტანოს, სამართლიანია, სხვებს 300 ლარზე მეტი ქონების შემოტანა რომ არ შეუძლიათ იგივე წესით? – იაგო ხვიჩია

ბიზნესმენს თუ შეუძლია მილიონობით დოლარის ქონება დაუბეგრავად შემოიტანოს, სამართლიანია, სხვებს 300 ლარზე მეტი ქონების შემოტანა რომ არ შეუძლიათ იგივე წესით? –
ბიზნესმენს თუ შეუძლია მილიონობით დოლარის ქონება დაუბეგრავად შემოიტანოს, სამართლიანია თუ არა, რომ სხვებს 300 ლარზე მეტი ქონების შემოტანა არ შეუძლიათ იგივე წესით? – ამ კითხვით მიმართა გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ უმრავლესობას ოფშორების კანონზე ვეტოს განხილვისას. ის ამბობს, ის და მისი პარტია მხარს დაუჭერს ოფშორების კანონს, თუ ქართველ ხალხზეც გავრცელდება ეს შეღავათი
„ჩვენ თანახმა ვართ, რომ თქვენ თქვენი, ან თქვენი მეგობრების ქონება, რომელიც ოფშორებშია, შემოიტანოთ დაუბეგრავად ისე, რომ არც ერთი კაპიკი არ გადაიხადოთ ბიუჯეტში და ჩვენც მხარს დაგიჭერთ იმ შემთხვევაში, თუ ქართველ ხალხზეც გავრცელდება ეს შეღავათი რამენაირად. მაგალითად დღეს 300-ლარიანი ფეხსაცმლის ყიდვის შემთხვევაში 18% უნდა გადაუხადოთ ბიუჯეტს, ჩვენ ამ ზღვარი გაზრდილიყო 3000 ლარამდე. 20 ბიზნესმენს თუ შეუძლია თავის მილიონობით დოლარის ოდენობით დაუბეგრავად შემოიტანონ საქართველოში, სამართლიანია თუ არა, რომ სხვებს 300 ლარზე მეტი ქონების შემოტანა არ შეუძლიათ იგივე წესით? თან იმ დათქმით, როცა ეს კანონი მივიღეთ მაშინდელი 300 ლარი დღევანდელი 700-800 ლარი იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.