პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად რატი იონათამიშვილი აირჩია

პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად, 83 ხმით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აირჩია.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რატი იონათამიშვილი საპროკურორო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არის წარდგენილი.
„ეს ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ