მოლდოვაში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კიშინიოვში ვიზიტის ფარგლებში -ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ სავარაუდოდ, კიშინიოვში ვიზიტისას მოლდოვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხარდამჭერ მნიშვნელოვან პაკეტს გამოაცხადებს.
მოლდოვის შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩეხეთს ეწვევა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება და ასევე, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში