პარლამენტმა ე.წ. ოფშორების კანონზე ვეტო დაძლია

პარლამენტმა დღეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს კანონპროექტის პირველად ვერსიაზე ხელმოსაწერად გადაგზავნიდან ხუთი დღე აქვს. თუ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, ამას ასევე ხუთი დღის განმავლობაში, პარლამენტის თავმჯდომარე, გააკეთებს.
მოტივირებულ შენიშვნებს 1-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 64 წინააღმდეგი იყო.