ჩვენი მონაცემებით, აპრილის ეკონომიკური ზრდა ძალიან მაღალია – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერი თქმით, ეკონომიკა თვითმიზანი არ არის და განვითარების მთავარი მოტივატორი სიღარიბის შემცირება და მეტი კეთილდღეობაა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მიზანს ხელისუფლება წლიდან წლამდე აუმჯობესებს. ‘ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა და კეთილდღეობის შექმნაა ამ ქვეყანაში. როცა ვსაუბრობთ ეკონომიკაზე და ეკონომიკის პრიორიტეტზე, ჩვენი თვითმიზანი არ არის ეკონომიკა, ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკური განვითარება გვინდა იმისთვის, რომ დასაქმდეს მეტი ადამიანი და ეს დაკავშირებული იყოს თითოეული ადამიანის კეთილდღეობასთან. აქედან გამომდინარე როცა დიდ ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობდით, ჩვენი მოლოდინი იყო ზუსტად ასეთი. ამის ამოცანა იყო, რომ ეს ასახულიყო ინკლუზიურად ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში.
მონაცემები, რომელიც 2023 წელს ეხება არის დამაიმედებელი. ისტორიულ მინიმუმამდე არის შემცირებული სიღარიბე. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის მონაცემებიც იქნება ასეთი და შევინარჩუნებთ სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას, რომ ყველაზე მთავარი რაც არის სიღარიბე საბოლოოდ დავამარცხოთ და მეტ კეთილდღეობაზე ვიფიქროთ. მიმდინარე წლის მონაცემები საკმაოდ კარგია. საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებს მოწინავე ადგილს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით აპრილის ეკონომიკური ზრდაც ძალიან მაღალია, მაგრამ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს”, – განაცხადა მინისტრმა.
წყარო: bm.ge