კიევმა უკვე გამოიყენა დასავლური იარაღი რუსეთზე თავდასხმისთვის – მედია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს დასავლეთის ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღი ს ტერიტორიაზე იერიშისთვის. სააგენტო France Presse ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო დროს უკრაინის შეიარაღებული ძალები დასავლური იარაღით კრასნოდარის მახლობლად არსებულ ობიექტებს დაესხნენ თავს. სააგენტოს წყაროებში არ არის მითითებული, თუ რომელ ობიექტებზე და რა იარაღით განხორციელდა დარტყმა.
მანამდე გერმანული გაზეთის bild-ის, ასევე წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სულ ცოტა ერთხელ მაინც გამოიყენეს გერმანიისგან მიღებული ამერიკული „პატრიოტის“ რაკეტები, იმ რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომლებიც ს დაესხნენ თავს.
ამის შემდეგ, გაზეთის თანახმად, გერმანია და შეერთებული შტატები დაემუქრნენ კიევს, რომ თუ იგივე კიდევ განმეორდებოდა, შეწყვეტდნენ რაკეტების მიწოდებას. ამავე დროს, როგორც New York Times-ის წერს, 2024 წლის იანვარში, უკრაინელმა სამხედროებმა შესაძლოა ანტისაჰაერო სისტემა „პატრიოტით“ ჩამოაგდე რუსული ილ-76-ი კლასის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბორტზე იმყოფებოდნენ 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები და ყველა მათგანი დაიღუპა. რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა თვითმფრინავის ჩამოგდებაში.
კიევმა ეს ოფიციალურად არ დაადასტურა, მაგრამ აღიარა, რომ იგეგმებოდა ამ პატიმრების გაცვლა, რაც არ შედგა.
უკრაინა რუსეთში სამიზნეებს საკუთარი წარმოების დრონების დახმარებით ურტყამს. დასავლური წარმოების იარაღი გამოიყენება ანექსირებულ ყირიმზე თავდასხმისთვის, რადგან ის უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიაა. რუსეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ უცხოური ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებიც გამოიყენებოდა ბელგოროდის რეგიონის დაბომბვისას, რასაც არ ადასტურებს.
უკრაინის ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს, რომ მოკავშირეების მიერ მიწოდებული შორი რადიუსის მოქმედების იარაღით მოწინააღმდეგის სამხედრო სამიზნეებზე რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლება მიეცეს. ბოლო დროს, სულ უფრო მეტი დასავლელი პოლიტიკოსი და სახელმწიფოს ლიდერი ემხრობა უკრაინის ამ მოთხოვნას.

კერძოდ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პარტნიორ ქვეყნებს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე თავდასხმის მიზნით მათი იარაღის გამოყენების აკრძალვის მოხსნა შესთავაზა. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ დასავლური იარაღის გამოყენების აკრძალვა უკრაინისთვის, ძალიან ართულებს კიევის თავდაცვის უნარებს.
ევროკავშირის საერთაშორისო საქმეების უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმაც განაცხადა, რომ ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთში მდებარე ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს ლეგიტიმურად მიიჩნევს, თუ ეს დარტყმები პროპორციული იქნება.
წინა დღით, ევროკავშირის სამხედრო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის დაწყებამდე, ს თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ ემხრობა ამ ინიციატივას და იმედი გამოთქვა, რომ მინისტრების შეხვედრაზე “ყველა ქვეყანა, რომლებიც [უკრაინას] დახმარებას უწევენ, მისცემს მას [ამის] ნებართვას.”

“უკრაინსკა პრავდის” ინფორმაციით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ, მისი აზრით, “ლოგიკურია”, რომ უკრაინამ უცხოეთიდან მიწოდებული იარაღი გამოიყენოს ისე, როგორც ამას კიევი მიიჩნევს საჭიროდ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს იმ დისკუსიას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ნატოს სტანდარტის შორი მოქმედების იარაღით დარტყმის ნებართვას შეეხება.
“ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ევროპაში, განსაკუთრებით მცირე ქვეყნებში უნდა ესმოდეთ, თუ რას ეთამაშებიან. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი არიან სახელმწიფოები მცირე ტერიტორიით და მჭიდრო მოსახლეობით. მათ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ, სანამ რუსეთში, სიღრმეში, შეტევების დაწყებაზე ისაუბრებენ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
· მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დიდი ხანია ითხოვს თავის ხელთ არსებული ამერიკული შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებას რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, ვაშინგტონის პოზიცია ჯერჯერობით უცვლელია.
· კიევისათვის გერმანული იარაღის გამოყენების უფლებას რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ მხარს არ უჭერს ბერლინიც. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გერმანიის კონსტიტუციის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ბერლინში 26 მაისს გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ