ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, საკონკურსო განაცხადებისა და ნაწარმოებების მიღების ვადა 31 მაისს იწურება

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ჩასატარებლად 9 კაციანი კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები, რომელსაც ლიტერატურათმცოდნე, ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია ლიტერატურის დარგში გაიცემა: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
ადმინისტრაციის განმარტებით, პრემია 2 წელიწადში ერთხელ გაიცემა, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
„პრემიის მისანიჭებლად საკონკურსოდ დაიშვება საკონკურსო წლამდე 5 წლის განმავლობაში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ორიგინალური ნაწარმოები.
პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადებისა და ნაწარმოებების მიღება მოხდება 2024 წლის 24 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი – 0108. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კომისიის შემადგენლობა
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსის ძირითადი პირობები“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია