შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე – ასეთი აქციები ბევრი გვინახავს, ვერ ავყვებით მოთხოვნებს, რომელიც დემოკრატიას გაანადგურებს – როგორ ფიქრობთ, მილიონ 120 ათასი ადამიანი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, ვინმეს დაუთმობს, რომ მისი ხმა წაართვან?

1 120 000-მა ადამიანმა მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა და მათ ნებას ვერავინ გადააბიჯებს, ვერც ქვეყნის გარედან და მით უმეტეს, ვერც ქვეყნის შიგნით – ჩვენ ვერ ავყვებით მოქალაქეების ისეთ მოთხოვნებს, აზრებს რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას გაანადგურებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ს შედეგების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, არავის მისცეს შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს ხმა წაართვან და ამ ქვეყნის დემოკრატიული არჩევანი ამოატრიალონ.
„1 120 000-მა ადამიანმა მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა. როგორ ფიქრობთ, 1 120 000 ადამიანი ვინმეს დაუთმობს, რომ მისი ხმა წაართვან? რა თქმა უნდა, არა. ხელისუფლების ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ არავის არ მისცეს შესაძლებლობა წაართვან ხმა საქართველოს მოქალაქეებს და ამოატრიალონ ამ ქვეყნის დემოკრატიული არჩევანი. ეს არჩევანი მკაფიოა.
რა თქმა უნდა, 1 120 000 ადამიანის ნებას ვერავინ გადააბიჯებს, ვერც ქვეყნის გარედან და რა თქმა უნდა, მით უმეტეს, ვერც ქვეყნის შიგნით. ჩვენ ასეთი აქციები ბევრი გვინახავს. ჩვენ ზუსტად იმავე პოლიტიკური ჯგუფების და NGO-ების აქცია ვნახეთ 2022 წელის თებერვალ-მარტში, როდესაც ასევე მათი მხარდამჭერები ითხოვდნენ, რომ გაგვეგზავნა მეომრები ში და ომში ჩავრთულიყავით. ითხოვდნენ, რომ [სთვის] სანქციები დაგვეწესებინა. იქაც ხალხი იყო, იქაც ადამიანები იდგნენ, მაგრამ რასაც ისინი მოითხოვდნენ იყო ქვეყნის განადგურება და დაღუპვა. ჩვენ ვერ ავყვებით, რა თქმა უნდა, ისეთ მოთხოვნებს, აზრებს მოქალაქეებისა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას გაანადგურებს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ