Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.7850 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7850 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7849 კურსით დაიწყო.
დღევანდელი ოფიციალური კურსი ასეთია:
· 1 დოლარი – 2.7847 ლარი;
· 1 ევრო – 3.0295 ლარი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, ე.წ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.