როგორი იქნება პარკი, რომელიც სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყობა

ვარკეთილში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, პარკის მოწყობა იგეგმება. შესაბამისი ტენდერი თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 25.5 მილიონ ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 19 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ადგილზე დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა, ასევე, პარკების, გასართობი სივრცეების, მოედნებისა და დახმარე ადმინისტრაციული შენობის განთავსება.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების მქონე უფუნქიო შენობების დემონტაქტი უნდა განხორციელდეს.
bpn.ge