საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძე ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდება.
„ასამბლეის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძისა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
უწყების ხელმძღვანელმა ანაჰიტ ავანესიანს, საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ასევე, ისაუბრეს, ორ ქვეყანას შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე. მინისტრებმა, კიდევ უფრო მჭიდროდ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს.
შეხვედრას, ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.
ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორ კაილა ლაზერსონს შეხვდა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი