“კანონი სასწრაფოდ ამოქმედდება და პირველი შეტევა იქნება მედიაზე, შემდეგ ეს გადავა სამოქალაქო სექტორზე… “ოცნება” ყველაფრისთვის მზადაა, ის გავიდა ყველა ჩარჩოდან” – პოლიტოლოგი

“კანონი სასწრაფოდ ამოქმედდება და პირველი შეტევა იქნება მედიაზე, შემდეგ ეს გადავა სამოქალაქო სექტორზე… “ოცნება” ყველაფრისთვის მზადაა, ის გავიდა ყველა ჩარჩოდან” – პოლიტოლოგი
პარ­ლა­მენ­ტმა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია. ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ წარ­დგე­ნილ და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ვე­ტო­და­დე­ბულ პრო­ექტს 84- ხმით და­უ­ჭი­რეს მხა­რი. “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი პრე­ზი­დენტს ხელ­მო­სა­წე­რად კი­დევ ერთხელ გა­ეგ­ზავ­ნე­ბა.
კა­ნო­ნი პრე­ზი­დენტს სამი დღის ვა­და­ში უნდა გა­და­ე­ცეს, რო­მელ­საც ხელ­მო­სა­წე­რად 5-დღი­ა­ნი ვადა აქვს.
თუ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კა­ნონს დად­გე­ნილ ვა­და­ში კვლავ არ მო­ა­წერს ხელს, მას 5 დღის ვა­და­ში ხელს მო­ა­წერს და გა­მო­აქ­ვეყ­ნებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე. კა­ნო­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ და სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, 60 დღის ვა­და­ში, “უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა“ რე­ესტრი უნდა შექ­მნას. რე­ესტრის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ კი, მას­ში რე­გის­ტრა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა ყვე­ლა იმ არა­სამ­თავ­რო­ბო და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლის 20%-ზე მეტი უცხო­ე­თი­დან არის მი­ღე­ბუ­ლი.
ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი:
“რაც მოხ­და, ვეტო რომ და­იძ­ლე­ო­და, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” წა­ვი­და არა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, არა­მედ იზო­ლა­ცი­ის­კენ – ქვე­ყა­ნა შეჰ­ყავს ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან იზო­ლა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ეს პრო­ცე­სი ასე არ და ვერ გაგ­რძელ­დე­ბა, უნდა გვე­ყოს იმის მოთ­მი­ნე­ბა და გამ­ძლე­ო­ბა, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დეს, უნდა გვე­ყოს იმის გამ­ძლე­ო­ბა და მოთ­მი­ნე­ბა, რომ ამ პრო­ტეს­ტმა კულ­მი­ნა­ცი­ას არ­ჩევ­ნე­ბის დროს მი­აღ­წი­ოს. ამა­სო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, მათ შო­რის ისიც ნა­თე­ლი გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რა­ტომ მი­ი­ღეს ასე სწრა­ფად ეს კა­ნო­ნი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს კა­ნო­ნი სას­წრა­ფოდ ამოქ­მედ­დე­ბა და პირ­ვე­ლი შე­ტე­ვა იქ­ნე­ბა მე­დი­ა­ზე, პირ­ველ რიგ­ში ალ­ბათ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს და­ე­მუქ­რე­ბა საფრ­თხე, შემ­დეგ ეს გა­და­ვა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ზე და და­ი­წყე­ბა მარ­ტი­ვი მო­თხოვ­ნით, რომ მათ სას­წრა­ფოდ გა­ი­ა­რონ რე­გის­ტრა­ცია ამ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ანუ და­ირ­ქვან უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სის გამ­ტა­რებ­ლის სა­ხე­ლი.
სხვა­თა შო­რის, ეს მარ­თლაც სა­ფიქ­რა­ლია, რა უნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და რა უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. “ოც­ნე­ბას” ქვე­ყა­ნა არა მარ­ტო გარე იზო­ლა­ცი­ის­კენ მიჰ­ყავს, არა­მედ პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ იყოს არა­ვინ მთქმე­ლი იმი­სა, რას და რო­გორ აკე­თე­ბენ და რა თქმა უნდა, არ­ჩევ­ნე­ბი არის ძი­რი­თა­დი პუნ­ქტი, რის­კე­ნაც მი­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. აქეთ­კენ უნდა წა­ვი­დეს ოპო­ზი­ცი­აც. რო­გორც კი ამის მო­თხოვ­ნა დად­გე­ბა, მა­შინ­ვე უნდა შე­იკ­რი­ბოს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი და მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მათ ხომ „ოც­ნე­ბა“ ისე­დაც აგენ­ტებს უძა­ხის, თა­ვი­სი პრო­პა­გან­დის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მუდ­მი­ვად ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ესე­ნი არი­ან უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბი. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ფიქ­რობს, უარს იტყვი­ან, ამ სა­ხელს რად­გან არ და­ირ­ქმე­ვენ და მათ, შე­სა­ბა­მი­სად, გა­უ­უქ­მდე­ბათ რე­გის­ტრა­ცია, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია მათ ხომ არ და­ა­რე­გის­ტრი­რებს? ამი­ტომ აქ ემო­ცი­უ­რი კი არა, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­სა­ღე­ბი – არ­ჩევ­ნე­ბამ­დე თუ ამის მკაც­რი და იძუ­ლე­ბი­თი მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი უნდა და­რე­გის­ტრირ­დნენ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი გა­ა­უქ­მონ, ან სა­ერ­თოდ კა­ნო­ნი უნდა გა­უქ­მდეს.
“ქარ­თულ ოც­ნე­ბას” სწა­დია არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მო­ახ­რჩოს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, მე­დია და მო­ი­სუფ­თა­ოს ველი. ამი­ტომ არ უნდა მის­ცენ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, რად­გან კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს, არა უშავს, და­ირ­ქვან უცხო ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რებ­ლე­ბი, მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხომ ეცო­დი­ნე­ბა, ვინ არი­ან ისი­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში მა­ინც არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბად დარ­ჩე­ბი­ან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი არ მის­ცე­მენ იმის „კა­ნო­ნი­ე­რი“ მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ისი­ნი გა­ა­უქ­მოს. ფი­ნან­სუ­რი შე­მოწ­მე­ბე­ბი თუ და­ი­წყე­ბა, ეს გა­მო­ა­ჩენს იმას, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა უნ­დო­და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს. მე­ო­რე მხა­რეა, ეს კა­ნო­ნი კი მი­ი­ღეს, მაგ­რამ ის სას­წრა­ფოდ უნდა გა­სა­ჩივ­რდეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. თუ არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ის პირ­და­პირ გა­სა­ჩივ­რდეს ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში და უთხრან, რომ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლონ ამ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სო­ბა.
ასე­თი მე­თო­დე­ბით უნდა ვიბ­რძო­ლოთ. პა­რა­ლე­ლუ­რად, ზა­ფხუ­ლი მო­დის, ვი­ცით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი ზა­ფხულ­ში მკვდა­რია, მაგ­რამ უნდა შევ­ძლოთ, სექ­ტემ­ბრი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­ნახ­ლდეს და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­ვი­დეთ ხაზ­გას­მუ­ლად მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტით, რად­გან „ოც­ნე­ბა“ ერ­თის მხრივ ფიქ­რობს ამ კა­ნო­ნით ველი მო­ა­სუფ­თა­ოს, მე­ო­რე ხე­ლით მუხ­ტი ჩა­ა­ცხროს და ნე­ბის­მი­ე­რი ზედ­მე­ტად აქ­ტი­უ­რი პრო­ტეს­ტი გა­მო­ი­ყე­ნოს იმის­თვის, რომ და­ატ­რი­ა­ლოს იგი­ვე, რაც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ 2011 წლის 26 მა­ისს, ის ამის­თვი­საც მზა­დაა. “ოც­ნე­ბა” ყვე­ლაფ­რის­თვის მზა­დაა, ის გა­ვი­და ყვე­ლა ჩარ­ჩო­დან. ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­ველ რიგ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ჩვენ თუ იზო­ლა­ცი­ა­ში ვექ­ცე­ვით, ვინ­მეს უნდა თუ არ უნდა, უფრო მე­ტად საკბი­ლო ვხდე­ბით რუ­სე­თის­თვის, ვიდ­რე სხვა. კრემ­ლი­დან მი­ი­ღეს ეს ბრძა­ნე­ბა, თუ ცდი­ლო­ბენ ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ, შე­დე­გი ხომ ერ­თია – ჩვენ ვრჩე­ბით რუ­სე­თის პი­რის­პირ. ამას მოჰ­ყვე­ბა ის, რომ იგი­ვე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა, მაგ. ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტი, ამას მოჰ­ყვე­ბა ის, რომ ინ­ვეს­ტი­ცია, რაც და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­დი­ო­და, შე­ჩერ­დე­ბა, ამას მოჰ­ყვე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა… ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა ვი­ღო­ნოთ იმის­თვის, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­ვი­დეთ მშვი­დო­ბი­ა­ნად.
პრე­ზი­დენ­ტის “ქარ­თულ ქარ­ტი­ას” რაც შე­ე­ხე­ბა, ცოტა და­უხ­ვე­წა­ვია მაგ­რამ კარ­გია იმის­თვის, რომ და­სავ­ლეთ­თან კავ­ში­რი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ თუნ­დაც პრე­ზი­დენ­ტის მეშ­ვე­ო­ბით და სა­ერ­თოდ არ ჩა­ი­ხერ­გოს პარტნი­ო­რებ­თან ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, მარ­თლაც სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში არ აღ­მოვ­ჩნდეთ (რაც აშ­კა­რად გვე­მუქ­რე­ბა). არ­ჩევ­ნებ­ში „ოც­ნე­ბა“ თუ გა­ი­მარ­ჯვებს, ჩათ­ვა­ლეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში მოხ­ვდე­ბა, მაგ­რამ ახლა მა­ინც პრე­ზი­დენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ კავ­შირს და­სავ­ლეთ­თან და ვე­ტყვით, რომ ისევ ერ­თგულ­ნი ვართ იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზეც გვქონ­და აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი, თუნ­დაც იმ ცხრა პუნ­ქტის რე­ა­ლუ­რი შეს­რუ­ლე­ბის­თვის. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ამი­ტომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი ბევრ ხარ­ვეზს შე­ი­ცავს და მი­სით ქვეყ­ნის ჭა­ო­ბი­დან ამოყ­ვა­ნა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია (იმ­დე­ნად ღრმად ვართ ამ ჭა­ობ­ში, დრო უნდა და დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა). მარ­ტო „ოც­ნე­ბის“ შეც­ვლა და კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის მოს­ვლა ამის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის – ყვე­ლა წი­ნა­მორ­ბე­დი ხე­ლი­სუ­ფა­ლი (შე­ვარ­დნა­ძეც, მი­შაც, „ოც­ნე­ბაც“) კო­ა­ლი­ცი­ით მო­ვი­და, მაგ­რამ ამან არ უშ­ვე­ლა, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ოთხწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დე­ბი იყო მეტ-ნაკ­ლე­ბად თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. ამი­ტომ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­კეთ­და, იზო­ლა­ცი­ას თავს აშ­კა­რად და­ვარ­წევთ და 2. და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ. დღეს „ქარ­თუ­ლი აქტი“ არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ“.
ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი