პორტუგალიამ და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, მ და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუის მონტენეგრომ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების საკითხზე. დოკუმენტი 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
მონტენეგრომ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეთანხმების ფარგლებში, მისი ქვეყანა წელს კიევს 126 მილიონ ევროს გამოუყოფს რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს 27 მაისს ესპანეთთან და 28 მაისს – ბელგიასთან.