მომიტინგეების ნაწილმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებენ, მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლა

მომიტინგეების ნაწილმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებენ, მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლა.
ტერიტორიაზე მათ სამართალდამცველები დახვდნენ მობილიზებული.
“ქართული ოცნების” ოფისთან მისვლამდე აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მსვლელობით ჯერ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთი შეჩერდნენ, ხოლო შემდგომ მტკვრის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
“მონებო!”, “რუსებო!”, – სკანდირებენ მომიტინგეები.
პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიკა ბუკია: ალბათ ეს კაცი მზიას დაჭერასაც უჭერდა მხარს. უჭერდა მხარს ბავშვების ცემასაც, სინდისის ტყვეების დაჭერასაც, ალბათ ტაშს უკრავდა ბიძინას ყველა გამოსვლას და ითხოვდა უფრო მწარედ დაესაჯათ ადამიანები..