ტორესა მოსი: მე არც არაფერს ვთხოვ ამ 85 მონას და არც არაფერს მოვუწოდებ. დაე აღსრულდეს, ნება მათია და შედეგებიც მათი იქნება

“მე არც არაფერს ვთხოვ ამ 85 მონას და არც არაფერს მოვუწოდებ. დაე აღსრულდეს, ნება მათია და შედეგებიც მათი იქნება. მე კარგად ვიცი ამ ქვეყნის და საკუთარი ბედი, არაფერი მიმღვრევს გულს და გონებას, სიკვდილსაც კი ღიმილით შევეგებები იმ რწმენით, რომ საკუთარი როლი ბოლომდე პირნათლად შევასრულე. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, საქართველო იარსებებს თუ არა, არავისთვისაა მნიშვნელოვანი ჩვენ გარდა, არ არსებობს გარანტია, რომ ეს ქვეყანა გადარჩება და გაუძლებს, არ არსებობს გარანტია, რომ ამ ენაზე მოსაუბრე უკანასკნელი თაობები არ ვუყურებთ ახლა ერთმანეთს. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ დასრულდება ეს ამბავი. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ ხალხისთვის გამარჯობის თქმას, ხელის ჩამორთმევას, გაღიმებას, ისე ცხოვრებას, თითქოს ძალა აღმართს ხნავსო და მე რა შემიძლიაო, მაშინ ასე იქნება, თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ ეს იქცევა მათ განაჩენად. ნებისმიერ შემთხვევაში ეს 85 მონა ისტორიაში შევა 85 მოღალატედ, რომელმაც განაჩენი გამოუტანა ან ქვეყანას, ან საკუთარ თავს. რომელი იქნება, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. თუ დავნებდებით, ეს იქნება ქვეყნისთვის გამოტანილი განაჩენი, თუ არ გავჩერდებით, ეს იქნება მათი განაჩენი. ახლა ჩვენ ვირჩევთ,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით