„ვერხოვნა რადის“ სპიკერმა “უაზრო” უწოდა პუტინის განცხადებას ზელენსკის “არალეგიტიმურობის“ შესახებ

საომარი მდგომარეობის დასრულებამდე უკრაინის პრეზიდენტად დარჩება. ასე უპასუხა უკრაინის „ვერხოვნა რადის“ სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა ს ლიდერს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც კვლავ გააკეთა განცხადება უკრაინის პრეზიდენტის “არალეგიტიმურობის” შესახებ.
28 მაისს, უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის კონსტიტუცია ითვალისწინებს „ვერხოვნა რადის“ უფლებამოსილების გახანგრძლივებას, მაგრამ იქ სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები არ არის ნახსენები. „უკრაინის კანონმდებლობაში არსებობს ნორმა, რომლის მიხედვითაც საომარი მდგომარეობის დროს ხელისუფლების უმაღლესი პირის უფლებამოსილება რადის სპიკერს გადაეცემა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ოთხი დღის წინ მინსკში ყოფნის დროს დააყენა ეჭვქვეშ უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმაცია.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ხუთწლიანი ვადით, 2019 წელს გახდა. მისი უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 20 მაისს ამოიწურა. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის თანახმად მიმდინარე წლის მარტში უნდა გამართულიყო.
კიევმა განაცხადა, რომ ომის პირობებში ვერ შეძლებს უზრუნველყოს თანაბარი ხმის მიცემა ყველა ამომრჩევლისთვის, განსაკუთრებით აქტიურ საბრძოლო ზონებში. ამავე დროს, უკრაინის კონსტიტუციის 108-ე მუხლი ადგენს, რომ პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობები ახალი სახელმწიფოს მეთაურის არჩევამდე.
“დემოკრატიულ საზოგადოებებში ამას ძალაუფლების უწყვეტობა ეწოდება. მაგრამ “უწყვეტობა” არა რუსული, არამედ ნორმალური დემოკრატიული გაგებითა და უსაფრთხოების გაგებით”, – მოჰყავს „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის პარლამენტის სპიკერის სიტყვები.

თავად ზელენსკიმ ადრე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმური“ პრეზიდენტის განცხადებები უკრაინის პრეზიდენტის არალეგიტიმურობის შესახებ, „მოსაწყენი, უინტერესოა და საერთოდ არ ანაღვლებს“.