“ნატოს წევრი პატარა ქვეყნები უნდა დაფიქრდნენ, თუ რას ეთამაშებიან“- ვლადიმირ პუტინი

უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს იმ დისკუსიას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ნატოს სტანდარტის შორი მოქმედების იარაღით დარტყმის ნებართვას შეეხება.
“ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ევროპაში, განსაკუთრებით მცირე ქვეყნებში, უნდა ესმოდეთ, თუ რას ეთამაშებიან. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი არიან სახელმწიფოები მცირე ტერიტორიით და მჭიდრო მოსახლეობით. მათ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ, სანამ რუსეთში სიღრმეში შეტევების დაწყებაზე ისაუბრებენ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მზად არის გააუქმოს ის შეზღუდვები, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ უკრაინისათვის გადაცემული იარაღის გამოყენებას შეეხება. ამის თაობაზე ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა 28 მაისს ბლოკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დარტყმების დაშვების იდეას მხარს უჭერენ ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

ევროკავშირის სამხედრო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის დაწყებამდე ს თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ ემხრობა ამ ინიციატივას და იმედი გამოთქვა, რომ მინისტრების შეხვედრაზე “ყველა ქვეყანა, რომელიც [ს] დახმარებას უწევს, მისცემს მას [ამის] ნებართვას.”

“უკრაინსკა პრავდას” ინფორმაციით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მისი აზრით, “ლოგიკურია”, რომ უკრაინამ უცხოეთიდან მიწოდებული იარაღი გამოიყენოს ისე, როგორც ამას მიიჩნევს საჭიროდ.
მანამდე ნატოს გენერალურმა მიდვანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმისთვის კიევისთვის იარაღის გამოყენების აკრძალვა უნდა მოხსნან. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.
“დადგა დრო, მოკავშირეებმა იფიქრონ იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რომელიც მათ დააწესეს უკრაინისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ხარკოვის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ამ იარაღის გამოყენების აკრძალვა ძალიან ართულებს რუსეთისგან დაცვას”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დიდი ხანია ითხოვს მის ხელთ არსებული ამერიკული შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებას რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, ვაშინგტინის პოზიცია ჯერჯერობით უცვლელია.

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს არ უჭერს უკრაინისთვის გადაცემული იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამასთან, თეთრი სახლის პოზიციაა, რომ უკრაინამ გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს.
კიევისათვის გერმანული იარაღის გამოყენების უფლებას რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ მხარს არ უჭერს ბერლინიც. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა 26 მაისს გერმანიის კონსტიტუციის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

“ჩვენ უკრაინასთან შეთანხმებული გვაქვს მკაფიო წესები ჩვენ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. და როგორც მე ვიცი, ეს წესები დაცულია”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, კანცლერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თეზისი, რომ ესწრაფვის კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას. აქამდე გერმანია იარაღს აწვდიდა უკრაინას იმის პირობით, რომ არ მოხდებოდა გერმანული იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას