“ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლებული ყოველი 10 მძევლის სანაცვლოდ, ისრაელი მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დამატებით 24 საათით გაახანგრძლივოს

შეთანხმების ახალი დეტალები საზოგადოებისთვის, დღის ბოლოს გახდა ცნობილი. მძევლები “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს გადასცეს, რის შემდეგაც, მათზე პასუხისმგებლობა ეგვიპტის მთავრობამ აიღო. 49 დღიან ტყვეობაში მყოფი პირები, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. პროცესს მონიტორინგს მედიატორი ქვეყანა – კატარი უწევს.
“ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლებული ყოველი 10 მძევლის სანაცვლოდ, ისრაელის ხელისუფლება მზად არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დამატებით 24 საათით გაახანგრძლივოს. ტერორისტული ორგანიზაციის პოზიცია, ამ წინადადებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. დღეს, გათავისუფლებული მძევლების დასახვედრად კი, ისრაელის მთავრობა დილიდან ემზადებოდა. მზადყოფნაში მოიყვანეს 4 ვერტმფრენი. სპეციალური სივრცე, სადაც ყოფილ ტყვეებს პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცემათ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვებისთვის მოწყობილ ოთახებს.
ისრაელის მთავრობამ, დილიდან იზრუნა შეთანხმების პირობებით გათვალისწინებულ საკუთარ მოვალეობებზეც. 39 პალესტინელი მსჯავრდებული, ისრაელის პენიტენციური დაწესებულების დასატოვებლად, მზად უკვე დღის მეორე ნახევარში იყო.
ცეცხლის შეწყვეტის 4 დღიანი რეჟიმი ძალაში დღეს, ადგილობრივი დროით 7 საათზე შევიდა. ღაზის მოქალაქეებმა, ქუჩაში გადაადგილება დაბრკოლებების და შიშის გარეშე დაიწყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების კუთვნილმა ტანკებმა კი ტერიტორიის დატოვება დაიწყეს. უკვე 9 საათისთვის ზონაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები გამოჩნდა. მედიკამენტების და პროდუქტების გარდა, ღაზაში 130 000 ლიტრ საწვავს შეიტანენ.
“ჰამასი”, ისრაელს დღეში 13 მძევალს გადასცემს. ისრაელის საპყრობილეს კი 24 საათში ერთხელ, 39 მსჯავრდებული დატოვებს. გატაცებულების-პატიმრებზე გაცვლა ეგვიპტის ტერიტორიაზე, რაფახის გამშვებ პუნქტზე მოხდება. პროცესში “ჰამასის” წინააღმდეგობის მიუხედავად, “წითელი ჯვარი” მაინც მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს