პრემიერი – თუ გვინდა პარტნიორებთან ერთად საერთო ინტერესებზე შევჯერდეთ, ამისათვის აუცილებელია სამართლიანობა – კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს

თუ ჩვენ გვინდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად საერთო ინტერესებზე შევჯერდეთ, ამისათვის არის აუცილებელი სამართლიანობა. სამართლიანობა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს და როცა არგუმენტები არ გაქვს, ასეთ დროს არ უნდა გააგრძელო შავი კამპანიის წარმოება , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ის საქართველოს პარტნიორებისგან, მეგობრებისგან პრაგმატულ მიდგომას მოელის.
“რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებს, მათგანაც ველით პრაგმატულ მიდგომას. უამრავი ყალბი განცხადება იყო, რომელიც კანონთან დაკავშირებით გავრცელდა. ბუნებრივია, ეს მათთვის ცუდ ფონს ქმნის, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაქვს იმის მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში, ყველა აღიარებს, ამ კანონის დადებით მიზნებს და შინაარს. საბოლოო ჯამში, ეს არის ერთადერთი გზა, საერთო ინტერესების სათანადოდ რეალიზებისკენ. თუ ჩვენ გვინდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად საერთო ინტერესებზე შევჯერდეთ, ამისათვის არის აუცილებელი სამართლიანობა. სამართლიანობა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს და როცა არგუმენტები არ გაქვს, ასეთ დროს არ უნდა გააგრძელო შავი კამპანიის წარმოება”, – აღნიშნა მ.
ასევე, პრემიერი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობას” შესახებ კანონთან დაკავშირებით ყველას საჯარო დისკუსიის ფორმატს სთავაზობს.
“ამ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევთავაზოთ ყველას საჯარო დისკურსია. პროცესი დამთავრებულია, კანონი არის მიღებული, დღემდე, აბსოლუტურად, ყველამ უარი თქვა საჯარო დისკუსიაზე, იმიტომ, რომ არ ჰქონდათ არავითარი სიმყარე საკუთარ პოზიციებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ უნდათ დისკურსია კანონთან დაკავშირებით, მოვიდნენ და დაგვიმტკიცონ, რომ ამ კანონში რაიმე არის უარყოფითი. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი არგუმენტი ბუნებაში არ არსებობს, ჩვენ კვლავაც არ ველით, რომ ასეთ დისკუსიასთან დაკავშირებით ღიაობა და მზაობა იქნება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დისკუსიისთვის იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ მართალი ვიყავით. სადაც ხარ მართალი, იქ არ გაურბიხარ დისკუსიას და სადაც სიმართლე არ იყო, სწორედ, იქ გაურბოდნენ შესაბამისი სუბიექტები დისკუსიას, მათ შორის ჩვენი უცხოელ პარტნიორები. ეს არ არის ორი მიდგომა, იმისათვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები განვითარდეს, არის უმნიშვნელოვანესი სამართლიანობა და ველით სწორედ, ასეთ სამართლიან დამოკიდებულებას, მიდგომას”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!