16 მომხრე 19 წინააღმდეგი – რუსთავის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველ განხილვისას ჩააგდო

16 მომხრე 19 წინააღმდეგი – გადაწყვეტილება, რომელიც სიურპრიზი არავისთვის ყოფილა, ხმათა ამ რაოდენობით გაფორმდა. რუსთავის საკრებულომ, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველ განხილვაზე ჩააგდო.
რუსთავის მერი კონკრეტული შენიშვნების წარდგენას და კითხვების დასმას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრებისგან იმ დრომდეც ითხოვდა, ვიდრე მათი ნაწილი განხილვაზე უარს იტყოდა და დარბაზს დატოვებდა.
“ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის” მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ, მ ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე დარჩენილ თანაგუნდელებს და პარტია “საქართველოსთვის” წევრებს წარუდგინა. კამათი ამ ნაწილშიც გაგრძელდა, როდესაც კითხვებს ოპოზიციონერი დეპუტატები სვამდნენ.
5 საათიანი სხდომის ბოლოს პოზიციები არ შეცვლილა. ოპოზიცია პროექტში ცვლილებებს ითხოვს. მერი კი ამბობს რომ მეტად გაუმჯობესება შეუძლებელია, ბიუჯეტის მოცულობა კი რეკორდულად არის გაზრდილი.
არსებული პროექტის მიხედვით რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტი 25 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი ხოლო მთლიანი მოცულობა – 112 მლნ 753 ათას ლარზე მეტია. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს თუმცა საკრებულოში არსებული პოლიტიკური ბალანსის გათვალისწინებით მომდევნო მოსმენებზეც დაძაბულ დისკუსიებს ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან“, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის