„ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა“ – ირაკლი კობახიძე

საბოლოო ჯამში ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად, მიიღო სამართლებრივად და ყველა თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართული კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.:
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, არც ერთი არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ. როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს ერთადერთი რამე არის წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენა, შეუძლებელია, ჰქონდეს არგუმენტი ასეთი კანონის წინააღმდეგ. ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უკვე ვთქვი, ერთადერთი მენტ-ნაკლებად მშვიდი წელი გვქონდა ჩვენ 2016 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში, ეს იყო 2017 წელი შედარებით დამშვიდებული იყო ქვეყანა, 2016, შემდეგ 18-19-20-21-22-23 გამუდმებით გვქონდა ჩვენ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის მცდელობა, დესტაბილიზაციის მცდელობა, რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე, რომ ვიზრუნოთ არა მარტო კონკრეტული ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, დარგების განვითარებაზე, არამედ პირველ რიგში ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა. სტაბილურობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და ამ ამოცანის შესრულებაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე. რასაც სათანადოდ ვერ ვახერხებდით ობიექტური მიზეზების გამო მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა ახლა ვართ მყარად საკმარისად მყარად იმისთვის, რომ სუვერენიტეტის ბოლომდე განმტკიცება შევძლოთ და ეს კანონიც სწორედ ამას ემსახურება.
გაუმჭვირვალობა იყო მთავარი ინსტრუმენტი, იარაღი არაკეთილმოსურნეების ხელში, რათა ეცადათ ქვეყანაში არეულობის შემოტანა, დღეს გამჭვირვალობა უკვე დააზღვევს მყარად საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ზომას და იქნება ეფექტური ინსტრუმენტი, რათა ქვეყანა საბოლოოდ დამშვიდდეს. ჩვენ თანდათანობით ვზრუნავდით იმისთვის, რომ გაგვემყარებინა სუვერენიტეტი და ამ კანონის მიღება არის რეალურად კულმინაცია ამ პროცესის, რასაც ჰქვია ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესი. მე მესმის კოინკრეტული ძალების აღშფოთება ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, სხვა პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე, ეს არის ის, რომ არავის ავამღვრევინოთ წყალი ამ ქვეყანაში და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა“

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!