„ჩვენთვის სანქციებზე ყოველგვარი საუბარი არასერიოზულია“ – ირაკლი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით, ვემსახურებით ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სანქციებზე ყოველგვარი საუბარი არასერიოზულია. ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ. პრაგმატულობა და სამართლიანობა არის ყველაზე სწორი გზა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საერთო ინტერესების რეალიზება“

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”