პარტია „ევროპელი დემოკრატები“ „ევროპულ – დემოკრატიულ ერთობასთან“ ერთად „ქართულ ქარტიას“ უერთდება

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ „ევროპულ-დემოკრატიულ ერთობასთან“ ერთად „ქართულ ქარტიას“ უერთდება.
როგორც „ევროპელი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი დემოკრატები“ და პოლიტიკური პლატფორმა „ევროპული დემოკრატიული ერთობა“, მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ერთიანობის ინიციატივას და უერთდებიან „ქართულ ქარტიას“.
„ჩვენ ვიზიარებთ „ქართული ქარტიის“ სულისკვეთებას, რეფორმების გეგმას, ვეთანხმებით სახელმწიფო მანქანის და მათ შორის ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. ასევე მოხარული ვართ, რომ ჩვენს მიერ დეკლარირებული პარლამენტის მოკლევადიანობის პრინციპი სრულად არის ასახული „ქართულ ქარტიაში“ და 2025 წელს, ვადამდელი საპარლამენტო ს დანიშვნის იდეა პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით სარგებლობს.
„ქართული ქარტიის“ ირგვლივ პოლიტიკური პარტიების კონსენსუსი ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ევროინტეგრაციის პროცესს. გამარჯვების ფორმულის სრულყოფისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია არ იყოს წინწამოწეული მთავრობის ფორმირების საკითხი.
ქართველი ხალხის ნების აღსრულებისთვის, ასევე ამომრჩევლის ხმების დასაცავად მიზანშეწონილად მიგვაჩნია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოორდინაციის გაღრმავება და გამოვხატავთ მზაობას კონსულტაციებისთვის“, ნათქვამია „ ევროპულ – დემოკრატიული ერთობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ