ირაკლი კობახიძე – სრული თანხმობაა მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მივყვებით გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან

არის სრული თანხმობა, როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო გუნდში, მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, პარტიაში, შესაბამისად, ყველა მივყვებით იმ გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გუნდმა ერთად მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით.
„პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, არაერთგზის გააკეთა განცხადება ამ კანონთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან მკაფიო მხარდამჭერი განცხადებები. ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც საქმე ეხებოდა ამ კანონპროექტის ინიცირებას, აქედან გამომდინარე, აქ სივრცე სპეკულაციებისთვის არ არის. არის სრული თანხმობა, როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო გუნდში, მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, პარტიაში. შესაბამისად, ყველა მივყვებით იმ გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან,”- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!