ლევან ღამბაშიძე: ნუ გეშინიათ. მარცხი ბრძოლის ნაწილია… სიტყვა მარცხს ძალიან პირობითად ვიყენებ

“ნუ გეშინიათ. მარცხი ბრძოლის ნაწილია. უსასრულო ბრძოლის. ნაწარმოებს ვერ დაასახელებთ სადაც გმირი ეგრევე იგებს. ეგეთი რამე არ არსებობს. ყველა გმირი ერთხელ აგებს. და მერე წყვეტს, რომ არ წააგოს. ამ გადაწყვეტილების მერე მოდის გამარჯვება.
და ჩვენ რომ მოგება გვაქვს გადაწყვეტილი ეგ ხო ცხადია? ცემებმა დაგვაშინეს? დარეკვებმა? დაჭერებმა? გაზმა?
პირიქით: გავმრავლდით, ერთმანეთი დავინახეთ, გავერთიანდით, მეგობრები შევიძინეთ – ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ…
ეხლა ბევრად უფრო ძლიერები ვართ ვიდრე ორი თვის წინ. ორი თვის წინ ხალხს პოლიტიკა ფეხებზე ეკიდა და არჩევნებზე წასვლას არ აპირებდა. დღეს მინიმუმ ეგ გადაწყვეტილება ყველას უკვე მიღებული აქვს.
და კი: ყველას ჩვენი საქმე გვექნება გასაკეთებელი. ამისთვის მოემზადეთ. ეს მზადებაა ამ მარცხიდან მალე გამოსვლის წამალი.
პ.ს. სიტყვა მარცხს ძალიან პირობითად ვიყენებ. ამათი ღალატი ჩვენი მარცხი როგორ უნდა იყოს?” – წერს ფილოსოფოსი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”