დასავლურ კომპანიებს არ სურთ რუსეთში ბიზნესის გაყიდვა 90%-იანი ფასდაკლებით – FT

უცხოურმა კომპანიებმა, რომლებიც ში ომის გაჩაღებისთვის სადმი დაკისრებული სანქციების საპასუხოდ რუსეთის დატოვებას გეგმავდნენ, თავიანთი თვალსაზრისის შეცვლა დაიწყეს, რადგან ორცეცხლსშუა აღმოჩნდნენ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
ამჟამად რუსეთიდან გასვლა კომპანიებისთვის წამგებიანი ხდება, – განუცხადა გამოცემას რუსეთში დასავლურ კომპანიებთან მომუშავე ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა. რუსეთიდან გასვლა გულისხმობს საკუთარი ბიზნესის სასწრაფოდ გაყიდვას წამგებიანი ფასებით. მისი თქმით, ფასდაკლება შესაძლოა 90%-მდე იყოს.
გამოცემის კიდევ ერთი თანამოსაუბრის თქმით, 2022 წელს კომპანიებმა რუსეთის ბაზრის დატოვებაში “მორალური იმპერატივი” დაინახეს. “დღევანდელი ტალღა არის უფრო მეტად შეკითხვა, ნამდვილად უნდა დატოვოთ თუ არა?” ზოგიერთმა ამ კომპანიამ 30 წლის განმავლობაში ოთხი თუ ხუთი ქარხანა ააშენა და იაფად არ აპირებს მათ გაყიდვას, რაც, ფაქტობრივად, ჩუქებას ნიშნავს, – აღნიშნავს Financial Times-ის წყარო.
საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენური საშუალებების პროდუქციის მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Unilever-ის მმართველი საბჭოს წევრმა ნელსონ პელცმა FT-ს უთხრა, რომ გაყიდვის ყველა ვარიანტის შესწავლის შემდეგ, წელს ის დაჟინებით მოითხოვს, რომ კომპანიამ არ დატოვოს ბაზარი. მიზეზად მან მოსალოდნელი ნაციონალიზაცია დაასახელა. „თუ ჩვენ გავალთ რუსეთიდან, ისინი ჩვენს ბრენდს თავისთვის წაიღებენ. არ ვფიქრობ, რომ ეს სასარგებლო გარიგება იყოს“, – აღნიშნა პელცმა.
გამოცემას მაგალითად მოჰყავს ასევე კოსმეტიკური საშუალებების კომპანია Avon Products-ი, სამრეწველო გაზების მწარმოებელი ფრანგული Air Liquide და საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენური საშუალებების პროდუქციის მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Reckitt Benckiser-ი, რომლებიც რუსეთიდან გასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, კვლავ რჩებიან ადგილზე.
გაზეთი აღნიშნავს, რომ რუსეთის ბაზრის დატოვების მიზნით, არამეგობრული ქვეყნების კომპანიებმა უნდა გააკეთონ 50-პროცენტიანი ფასდაკლება გაყიდულ აქტივებზე, დამატებით ასევე გადაიხადონ 15-პროცენტიანი ე.წ. “გასასვლელი გადასახადი” რუსეთის ბიუჯეტში. გარდა ამისა, უცხოური კომპანიებისთვის სულ უფრო რთულია ადგილობრივი ბიზნესიდან ისეთი მყიდველების პოვნა, რომლებიც არ მოდიან წინააღმდეგობაში დასავლურ სანქციებთან და მისაღები იქნებიან როგორც რუსეთის ხელისუფლებისთვის, ასევე გამყიდველი უცხოური კომპანიებისთვის.
ისეთი გარიგების ერთ-ერთი მაგალითი, რომელშიც სახელმწიფო ჩაერია, არის ჰოლანდიური ლუდსახარშის, კომპანია Heineken-ის მცდელობა, გაეყიდა რუსული აქტივები. რუსეთის ხელისუფლება არ დაეთანხმა Heineken-ის აქტივების გაყიდვას კომპანიის მიერ მოძებნილ მყიდველზე და მთელი აქტივები გადასცა Arnest Group-ს, რომელიც „დიხლოფოსს“, თმის ლაქებს და ჰაერის აეროზოლებს აწარმოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?