კიევი: ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინის სასწავლო ცენტრებს ეწვევიან

უკრაინის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომელიც ფრანგ ინსტრუქტორებს საშუალებას აძლევს უახლოეს მომავალში უკრაინის სასწავლო ცენტრებს ეწვივნონ.
„მივესალემები და მოხარული ვარ საფრანგეთის ინიციატივის გამო, გამოგზავნოს სამხედრო ინსტრუქტორები ში, სამხედროების მოსამზადებლად“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე“ ალექსანდრ სირსკიმ მას შემდეგ, რაც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან, სებასტიან ლეკორნუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
„მე უკვე მოვაწერე ხელი დოკუმენტებს, რომლებიც საშუალებას მისცემს პირველ ფრანგ ინსტრუქტორებს, მალე ეწვიონ ჩვენს სასწავლო ცენტრებს, გაეცნონ მათ ინფრასტრუქტურას და პერსონალს“, – თქვა სირსკიმ.
სირსკიმ დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ თქვა, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება წაახალისებს სხვა პარტნიორებს, შეუერთდნენ ამ “ამბიციურ პროექტს”.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ „განმარტებაში“ იტყობინება, რომ უცხოელი ინსტრუქტორების მიღების პროექტით, თებერვლიდან დაინტერესდა. „ამ დროისთვის, ამ საკითხზე, ჩვენ კვლავ ვაწარმოებთ დისკუსიებს საფრანგეთთან და სხვა ქვეყნებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია