„თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენ შვილებს პასუხი რატომ მოექეცით თქვენ ქვეყანას ასე“ – გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ სხდომაზე განაცხადა:
„მიუხედავად იმისა, რომ მე საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არცერთ პერიოდში არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, რომ მე იმ მხარეს ვმდგარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო. ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის. აქ ჩემი სასაუბრო დღეს ნამდვილად მეტი არაფერი არ არის, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენ შვილებს პასუხი რატომ მოექეცით თქვენ ქვეყანას ასე, მათ მომავალს რატომ მოექეცით ასე, თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვაზე და ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში, ეს არ დაგვავიწყდეს, ახლა რა ნამუსით და რა სინდისით დააჭერთ მწვანე ღილაკს თუ წითელ ღილაკს და ისტორია განსჯის, სამართალი და სიმართლე ვის მხარეს იყო, ჩემ მხარეს და ჩვენ მხარეს, თუ თქვენ მხარეს”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა