არ გეტყვით „არ მოაწეროთ ხელი“, მოაწერეთ და გვეცოდინება 84 კაცი ვინ ჯანდაბა ხართ – თამარ ჩარკვიანი

არ გეტყვით „არ მოაწეროთ ხელი“ მეთქი. მოაწერეთ და გვეცოდინება 84 კაცი ვინ ჯანდაბა ხართ, – ამ სიტყვებით მომართა პარლამენტის წევრმა თამარ ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს.
„ეს არის საქართველოს გამანადგურებელი კანონი, ამას ევროპელი მეგობრები გვეუბნებიან, ჩვენი პარტნიორები. რა დარჩა? ვტოვებთ ქვეყანას ს პირისპირ?
ახლა რა გითხრათ, ხელი არ მოაწეროთ სამშობლოს გაყიდვას? არ გეტყვით ბატონები. არაფრით არ გეტყვით არ მოაწეროთ ხელი მეთქი. მოაწერეთ და გვეცოდინება 84 კაცი ვინ ჯანდაბა ხართ. დღეს საქართველოს არჩევანი არის ნათელი. საქართველო თუ ჯოჯოხეთი – ტერორისტი სახელმწიფო რუსეთი. არჩევანი არის ასეთი: ჩვენ პარტნიორები გვეუბნებიან, ის ადამიანები, ვინც უნდა მიგვიღონ ამ დასავლურ სივრცეში. 200 000 კი არა, მეტი ხალხი გამოვა აქციებზე იმიტომ, რომ რეფერენდუმია ჩატარებული და მოსახლეობას უნდა ევროპა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.