პარლამენტში ე.წ. „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო

პარლამენტში პოლიტიკური გამოსვლები დასრულდა და რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო. ამ წუთებში სიტყვით გამოდის მომხსენებელი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე. დღესვეა დაგეგმილი კენჭისყრაც.
„პირველ რიგში, მინდა დავიწყო „რატომ-იმიტომ“-ის განმარტებით. იმიტომ, რომ ორი დღეა ეს თემა თქვენი აგიტაციის და პროპაგანდის საკითხი გახდა და წარმოაჩინეთ ისე, რომ თითქოს აღნიშნულ კანონზე ჩვენ სხვა არგუმენტაცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ “იმიტომ“. ეხლა გეტყვით, რატომ არ მოხდა უმრავლესობის მოსაწონი და მისაღები კანონპროექტის ალტერნატივის შემოთავაზება ჩვენ ვეტოში. პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება,“ – განაცხადა მსხილაძემ გამოსვლის დაწყებისას.
განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია გრძელდება პარლამენტის უკანა შესასვლელთან ,ხოლო საღამოს 5 საათიდან აქცია რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.